ეკონომიკა

გაიმართა ატომურ ელექტროსადგურზე სომხურ-რუსული ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა

მიმდინარე წლის 24 მარტს გაიმართა სომხეთის ატომური ელექტროსადგურის   პროექტის ფარგლებში სომხურ-რუსული ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, პერსონალის მომზადების საკითხებზე. ინფორმაციას radar.am აქვეყნებს.

შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებს შორის უმთავრესი იყო პერსონალის მომზადების სფეროში თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა.

ორმხრივი დისკუსიის დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობის გაფართოებისა და შემდგომი განვითარების საკითხების ერთობლივ განვითარებას სრ ბირთვული სფეროს პერსონალის მომზადების კუთხით, ისევე  როგორც დამატებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სომხური მხარის მოთხოვნების შესწავლას  და მათი განხორციელებას  რუსატომის ტექნიკური აკადემიისა მისი პარტნიორი  უნივერსიტეტების ბაზაზე.

შეხვედრის დასასრულს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვ. პროშკინმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ბევრი პროექტი შეიძლება განხორციელდეს უფრო სწრაფი ტემპით და უფრო ეფექტურობით, რადგანაც აქ არსებობს ამ სფეროს გამოცდილი სპეციალისტების ახალგაზრდა მიმდევრების დიდი პოტენციალი.

ნახეთ მეტი
Back to top button