საზოგადოება

ერევანი –  21-ე, თბილისი –  44-ე, ბაქო – 85-ე:    ყველაზე უსაფრთხო ქალაქები მსოფლიოში

ერევანმა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქების სიაში 21-ე ადგილი დაიკავა და საგრძნობლად გაუსწრო სამხრეთ კავკასიის მეზობლებს თბილისსა და ბაქოს.

 სია საერთაშორისო სტატისტიკურმა კომპანიამ „Ranking Royals“ შეადგინა. აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 85-ე ადგილზეა, ხოლო საქართველოს დედაქალაქი თბილისი 44-ე ადგილზეა.

ამავე ინდექსით პირველ ადგილზეა აბუ დაბი (UAE), მე-2 დოჰა (კატარი), მე-3 აიმანი (UAE).

ქალაქის უსაფრთხოების გასაზომად, ინდექსმა მოახდინა მსოფლიოს 424 ქალაქის შედარება შემდეგი ფაქტორების მიხედვით:

  • Კრიმინალის დონე
  • მოძრაობის უსაფრთხოება დღისით და ღამით
  • ქურდობა ან ძარცვა
  • ფიზიკური შეტევის რისკი
  • ძალადობის შემთხვევები ვინმეს მხრიდან
  • ეთნიკური, გენდერული ან რელიგიური ნიშნით ძალადობის შემთხვევები,
  • ნარკოტიკების მიმოქცევა
  • ქონების ქურდობა

ნახეთ მეტი
Back to top button