ეკონომიკა

გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე ბუნებრივი და თხევადი გაზის იმპორტი სომხეთში

2022 წელს სომხეთმა გაზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე ბუნებრივი და თხევადი გაზის იმპორტი. როგორც News.am იტყობინება ქვეყნის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (ბენზინი, მაზუთი, ნავთობი, დიზელის საწვავი, ზეთი) იმპორტმა 2022 წელს შეადგინა 519 374 ტონა, რაც 32 652 ტონით ან 6.7%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით (486 722 ტონა).

გასულ წელს გაიზარდა ბუნებრივი და თხევადი აირის იმპორტის ინდექსიც, რომელმაც 2 214 500 ტონა შეადგინა, 2021 წლის 2 107 506 ტონასთან შედარებით.

2022 წელს ზრდამ 106 994 ტონა ანუ 5 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში ნავთობპროდუქტები და გაზი ძირითადად რუსეთიდან და ირანიდან შემოდის.

არამ დანიელიანი

ნახეთ მეტი
Back to top button