პოლიტიკა

სომხეთის ისტორიაში აშშ-სთან ასეთი ინტენსიური თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა. არტურ ჰოვჰანნისიანი

აშშ საკმაოდ დაინტერესებულია ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარებით. News.am-ის ინფორმაციით, ამის შესახებ 25 მაისს, ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა პარლამენტის წევრმა არტურ ჰოვჰანნისიანმა.

„ჩვენ ძალზე ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. სომხეთის ისტორიაში აშშ-სთან ასეთი ინტენსიური თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვღებულობთ ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს მხარდაჭერას აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პლატფორმის უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც. მაგრამ რაც შეეხება მოლაპარაკებების რა პუნქტებს და შინაარსს, მათი გამჟღავნება ზიანს აყენებს  მოლაპარაკების შემდგომ პროცესს, ამიტომ მათ ვერ შევეხები“, – განაცხადა მან.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სრ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება რაც შეიძლება მალე დაიდოს. „მაგრამ მალე შედარებითია, რადგან ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რისკები და ასევე ველოდოთ აზერბაიჯანის კონსტრუქციულობას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ, რათა წინ წავიწიოთ. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ შესაძლებლობებზე ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა დეპუტატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button