მთავარიპოლიტიკა

დერეფნის საკითხი სომხეთისთვის წითელი ხაზია, ეს საკითხი არ განიხილება  – მჰერ გრიგორიანი

სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი ყოველთვის მზად არის ისაუბროს რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის საკითხზე, მაგრამ დერეფნის საკითხი არ განიხილება. სომხეთისთვის ეს წითელი ხაზია.

ამის შესახებ სომხეთის ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

Armenpress-ის გადმოცემით, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის საკითხზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მუშაობის დაწყებიდან, ის პირადად და ოფიციალური ერევანი ყოველთვის აცნობდა ყველას, რომ სომხეთი მზადაა განიხილოს განბლოკვის საკითხები ორი მნიშვნელოვანი კონცეპტის ფარგლებში.

„პირველი ის არის, რომ ინფრასტრუქტურები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, უნდა იყოს სომხეთის სუვერენული ინფრასტრუქტურა და მეორეც, მათზე მთლიანად უნდა გავრცელდეს სომხეთის რესპუბლიკის იურისდიქცია. ამ პრინციპების ფარგლებში ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ თემის განვითარებისთვის და, საბოლოო ჯამში, განბლოკვისთვის, რასაც, ჩემი აზრით, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის.  დერეფნის საკითხი არ განიხილება, ეს ჩვენთვის წითელი ხაზია“, – განაცხადა გრიგორიანმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა საბაჟო კონტროლი საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდეს ემბარგოს მოხსნის შემდეგ, მჰერ გრიგორიანმა აღნიშნა, რომ ასეთი განხილვა ამ დროისთვის დღის წესრიგში არ არის, იდეები არსებობს,  მაგრამ შემუშავებული ფორმატი ამ საკითხზე ამჟამად არ არის.

ნახეთ მეტი
Back to top button