პოლიტიკა

ევროკავშირი შოიგუს განცხადებებს სომხეთში ევროკავშირის დამკვირვებლებთან დაკავშირებით “აბსოლუტურად უსაფუძვლოს” უწოდებს

სომხეთში ევროკავშირის ოფისმა აბსოლუტურად უსაფუძვლო უწოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებას, რომ სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიაში სამხედრო პერსონალი და სპეცსამსახურების წარმომადგენლები შედიან.

25 მაისს, კუხო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. „დასავლეთი ყველანაირად ცდილობს ჩაერიოს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებულ ვითარებაში და რუსეთის სამშვიდობო პოლიტიკის დისკრედიტაციას ახდენს.  ამის მაგალითია სომხეთში ევროკავშირის ე.წ. სამოქალაქო მისია, რომელშიც სამხედრო პერსონალი და სპეცსამსახურების წარმომადგენლები შედიან.

Radar Armenia კომენტარისთვის დაუკავშირდა ევროკავშირის დელეგაციის ოფისს სომხეთში. „ჩვენ ვნახეთ ის კომენტარები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, EUMA არის წმინდა სამოქალაქო, უიარაღო სადამკვირვებლო მისიაა“, – ნათქვამია სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის პასუხში.

ნახეთ მეტი
Back to top button