ეკონომიკა

2022 წელს რუსეთიდან სომხეთს 790 000 ადამიანი ეწვია. ფინანსთა მინისტრი

სომხეთში 2022 წელს ჩამოსულმა ტურისტების რაოდენობამ 1 მილიონ 666 ათასს მიაღწია, აქედან 790 ათასი რუსეთის ფედერაციიდან. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანნისიანმა განაცხადა.

2022 წელს ფულადი გზავნილები 2,9-ჯერ გაიზარდა, რაც მინისტრის თქმით, განპირობებულია რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების 6,8-ჯერ გაზრდით.

„შედეგად, თუ წლის დასაწყისში 7%-იან ეკონომიკურ ზრდას ვგეგმავდით, შემდეგ ბიუჯეტის დაგეგმვისას ვიწინასწარმეტყველეთ 11%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაშინ რეალურად გვაქვს 12.6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც აბსოლუტური მაჩვენებლებით შეადგენს 2 მლრდ. 124 მლნ.250 ათას აშშ დოლარს“, – განაცხადა ჰოვჰანნისიანმა.

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ძირითადი დარგია მომსახურების სექტორი, სადაც წლიურმა ზრდამ 28.2% შეადგინა.

9.3%-იან ეკონომიკურ ზრდა სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა, ხოლო დამამუშავებელ მრეწველობაში – 8.5%-იანი ზრდა.

ვაჰე ჰოვჰანნისიანმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წელს საქონლის ექსპორტი გაიზარდა 68,5%-ით, იმპორტი 58,3%-ით. მომსახურების ექსპორტი გაიზარდა 140%-ით, იმპორტი 90%-ით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გასულ წელს 2,7-ჯერ გაიზარდა და 5,1% შეადგინა.

ნახეთ მეტი
Back to top button