პოლიტიკა

აზერბაიჯანში კიდევ ერთი ანტიირანული ტალღა იზრდება

ბაქოში ირანის კულტურული წარმომადგენლობის დახურვა, აზერბაიჯანის მოქალაქეების ირანში შესვლის აკრძალვა ამ ტალღის გამოვლინებაა და დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ნაბიჯები გადაიდგმება.

აღსანიშნავია, რომ ირანის წინააღმდეგ ახალი აქცია კიშინიოვის სამიტის შემდეგ დაიწყო. მოგეხსენებათ, ალიევი ცდილობს თავისი ანტიირანული ძალისხმევა დასავლეთს ძვირად მიჰყიდოს, სანაცვლოდ კი პოლიტიკურ მხარდაჭერას ან ლოიალობას მოითხოვს სხვა საკითხებში, მაგალითად, ყარაბაღის საკითხში ან სომხურ-აზერბაიჯანული მოგვარების პროცესში. ჩვენ მიდრეკილნი ვართ ვიფიქროთ, რომ ამჯერადაც ალიევმა უნდა მოახდინოს ანტიირანული განწყობილების გენერირება, რათა დასავლეთს მოელაქუცოს. ამას შესაძლოა მოჰყვეს მორიგი აგრესია ან რაიმე ანტიჰუმანიტარული ნაბიჯი არცახში.

რა თქმა უნდა, ალიევი გამოცდილი ფიგურაა პოლიტიკურ ვაჭრობაში, მაგრამ, როგორც სომხური ანდაზა ამბობს, მდინარეს ყოველთვის მორი არ მოაქვს.

ნახეთ მეტი
Back to top button