საზოგადოება

მთავრობის ანგარიში – საზღვარზე სახის ამომცნობი სისტემის ინტეგრაციის პროექტი სრულად 2023 წლის ბოლომდე ამოქმედდება

,,პირველი არხი” წერს, რომ საზღვარზე სახის ამომცნობი სისტემის ინტეგრაციის პროექტი სრულად 2023 წლის ბოლომდე ამოქმედდება, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზღვარზე სახის ამომცნობი სისტემის ინტეგრაციის პროექტი ყველა სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას ითვალისწინებს.

„სისტემა ქვეყანაში შემომსვლელ/გამსვლელ პირებს აიდენტიფიცირებს, რათა გამოვლინდნენ ძებნილი, გაძევებული, ყალბი ან სხვისი სამგზავრო დოკუმენტებით მოძრავი პირები. პროექტი ტექნიკური ტესტირების ეტაპზეა და საჭირო ინვენტარის შესყიდვებისა და მონტაჟის ფაზაში გადავა. პროექტი სრულად ამოქმედდება 2023 წლის ბოლომდე, რაც სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ანგარიშში საუბარია მგზავრთა წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის დამუშავების კუთხით სრულად ამუშავებულ API/PNR სისტემაზე.

„შესაბამისი დანაყოფი 24/7 რეჟიმში აკონტროლებს ძებნილ ან სხვა საინტერესო პირთა საქართველოში საჰაერო გზებით შემოსვლა-გასვლას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურეები გადამზადდნენ აღნიშნული მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო მხარდაჭერის ფარგლებში. ასევე, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მიერ გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულებების ფარგლებში, შსს მიგრაციის დეპარტამენტმა განიხილა რეადმისიის განაცხადი 3 380 პირზე, აქედან დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 3 363 პირზე, ხოლო უარყოფითი – 17 პირზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

ნახეთ მეტი
Back to top button