აზერბაიჯანი საფრანგეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ანტიპროპაგანდას ავრცელებს. ნიკოლ ფაშინიანი

აზერბაიჯანი თვეების განმავლობაში ავრცელებს ფართომასშტაბიან ანტიპროპაგანდას საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელიც გამოხატავს პირდაპირ შეფასებას აზერბაიჯანის უკანონო ქმედებებზე მთიანი ყარაბაღის სომხების წინააღმდეგ.
Armenpress-ის ინფორმაციით ამის შესახებ დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Twitter-ის თავის მიკრობლოგში.
“თვეების განმავლობაში აზერბაიჯანი ავრცელებს ფართომასშტაბიან ანტიპროპაგანდას საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელიც ოფიციალურად და საჯაროდ გამოხატავს თავის პირდაპირ შეფასებებს და შეშფოთებას აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წინააღმდეგ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით”, – წერს პრემიერ-მინისტრი.
დიდი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანი ბლოკავდა მოძრაობას ლაჩინის დერეფნის გავლით, მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.







