
აზერბაიჯანი ცეცხლის ქვეშ ამყოფებს მთიანი ყარაბაღის სარუშენის თემის ერთადერთ ხორბლის ყანას, რაც მოსახლეობას პურის მიღების შესაძლებლობას ართმევს. News.am-ის გადმოცემით, ამის შესახებ X-ში დაწერა სომხეთის სპეციალური დავალებებით ელჩმა ედმონ მარუქიანმა.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აზერბაიჯანი, ერთის მხრივ, არ უშვებს სომხეთიდან მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული საქონლის, ფქვილისა და სხვა პრიორიტეტული საკვების მიწოდებას, მეორე მხრივ, ის ესვრის მშვიდობიანი სოფლის მოსახლეობას და ხელს უშლის მათ ხორბლის აღებაში, რათა პურს გამოაცხონ.
ამ პრობლემის ჰუმანიტარული მხარე აზერბაიჯანის ეთნიკური წმენდის პოლიტიკაა და მთავარი პრობლემა ის არის, რომ აზერბაიჯანი ყველა საშუალებას იყენებს მშვიდობიანი ხალხის სამშობლოდან განდევნისთვის, სადაც ისინი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობენ.
„როგორც ჩანს, საერთაშორისო საზოგადოებას სურს თქვას, რომ არ შეუძლია უზრუნველყოს მთიან ყარაბაღში მცხოვრები ხალხის ყანიდან ხორბლის შეგროვება და არც ლაჩინის დერეფანში 3 კვირის განმავლობაში მდგარი ფქვილის მიწოდება 120 ათასი ადამიანისთვის“, – წერს ის.







