
18 სექტემბერს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სტეფანაკერტის ოფისსა და არცახში სამშვიდობო მისიის განმახორციელებელი რუსული სამხედრო ჯგუფის სარდლობასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბერძორის დერეფნით გორის-სტეფანაკერტის გზატკეცილით სტეფანაკერტში გადაიტანეს დაახლოებით 23 ტონა სომხური წარმოების ფქვილი, აკნა-სტეფანაკერტის გზით კი უცხო ქვეყნების (რუსული, შვეიცარიული) წარმოების სამედიცინო და ჰიგიენური საჭიროებები, რომელიც ექსპერტიზის შემდეგ გადაეცემა შესაბამის განყოფილებებს და გამოიყენება საჭიროებისამებრ. ამის შესახებ NEWS.am-ს აუწყეს არცახის საინფორმაციო შტაბიდან.
„ასევე გაცნობებთ, რომ რამდენიმე დღეში რუსეთის ქალაქ როსტოვიდან იმავე მიმართულებით კვლავ იგეგმება ტვირთების გადაზიდვა წითელი ჯვრის საერტაშორისო კომიტეტის მანქანებით.







