მთავარიპოლიტიკა

მთიან ყარაბაღში 4000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა  –  მონაცემები არტაკ ბეგლარიანმა წარმოადგინა

აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმის შედეგად მთიან ყარაბაღში 4000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. „Armenpress“-ის ინფორმაციით, ასეთი არაოფიციალური მონაცემები არცახის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა არტაკ ბეგლარიანმა წარმოადგინა.

„ჩემი მიახლოებითი და არაოფიციალური შეფასებით ირკვევა, რომ აზერბაიჯანის გენოციდური აგრესიის გამო 4000-მდე არცახის მცხოვრები ევაკუირებული იქნა მათი თემებიდან. ექვსი თემიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა მთლიანად, დანარჩენი თემებიდან – ნაწილობრივ. ეს რიცხვი იზრდება“, – წერს ბეგლარიანი X სოციალური ქსელის მიკრობლოგზე.

ნახეთ მეტი
Back to top button