სრ და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი

სომხეთისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ “Armenpress”-ის ინფორმაციით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო საუბარი უვიზო მიმოსვლაზე. იმედი მაქვს, მომავალ წელს ამ საფეხურს მივაღწევთ“, – განაცხადა ცაჰკნამ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უმთავრესი იყო პოლიტიკური თანამშრომლობის დისკუსია, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების ნაბიჯებზე მუშაობისთვის მზადყოფნა.
„ეს რთულია. ჩვენ ამაზე რამდენიმე ათეული წელია ვმუშაობთ და აქაც მზად ვართ მხარდაჭერისთვის, მოვამზადოთ თქვენი პერსონალი, მხარი დავუჭიროთ ამ პროცესებს უფრო პრაქტიკულ სფეროში“, – განაცხადა მან.







