ერევანი და ბაქო მიდიან სამშვიდობო შეთანხმების ფინიშისკენ. კრემლი

ერევანი და ბაქო მიდიან სამშვიდობო შეთანხმების ფინიშისკენ, ვიმედოვნებთ, რომ ისინი ხელს მოაწერენ რაც შეიძლება მალე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, იტყობინება “რია ნოვოსტი”.
„ჩვენ ნამდვილად ვადასტურებთ, რომ ქვეყნები მიდიან იმ მიმართულებით, რომ სამშვიდობო შეთანხმება ფინიშამდე მიიყვანონ. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, არა ხარისხის საზიანოდ. ამიტომ ყველასთან ერთად ველოდებით როდის დასრულდება ეს სამუშაო. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური ნების არსებობას ორივე მხარეს, როგორც ბაქოში, ასევე ერევანში. და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მას“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების დადება სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნის და მთელი რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს პეტერბურგში მოლაპარაკება არ ჰქონიათ, მაგრამ ყველა მათგანს ჰქონდა მოკლე კონტაქტების შესაძლებლობა, აღნიშნა პესკოვმა.
„არა, გუშინ მოლაპარაკებები არ გამართეს. მაგრამ ასეთი ღონისძიებები, მათ შორის დსთ-ს არაფორმალური სამიტი, ყოველთვის კარგი შესაძლებლობაა მოკლე კონტაქტებისთვის. ამჯერადაც ასე მოხდა. „ყველას ჰქონდა შესაძლებლობა ესაუბრონ ერთმანეთს რამდენიმე საკვანძო მომენტზე“, – თქვა პესკოვმა.







