ეკონომიკა

ინდოეთსა და სომხეთს შორის სავაჭრო მარშრუტის ამოქმედება  მაისისთვის იგეგმება  

სომხეთი 2024 წლის მაისისთვის ირანის ტერიტორიის გავლით ინდოეთის მუმბაის პორტსა და სომხეთს შორის გამართულად ფუნქციონირებად  სავაჭრო მარშრუტს გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა.

„ჩვენი მიზანია 2024 წლის მაისი, მაშინ უკვე  გვექნება საჭირო ინფრასტრუქტურა“, – თქვა ქერობიანმა.

ერევანში ელიან, რომ ამის შემდეგ მკვეთრად გაიზრდება ვაჭრობისა და ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ინდოეთიდან სომხეთში, შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით.

მინისტრმა დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ ინდოელ კოლეგას და ჩაბაჰარის პორტის ინდური მონაკვეთის ოპერატორი კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდა. მხარეებმა ჩამოაყალიბეს სამოქმედო გეგმა, რომელიც მაისამდე უნდა დასრულდეს.

ქერობიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სტანდარტების შემუშავება და დანერგვა. ეს საშუალებას მისცემს ტვირთის დეკლარირება მოხდეს დროის უმცირეს მომენტში და ტვირთს შეუძლია სწრაფად გადაკვეთოს ყველა სასაზღვრო პუნქტი.

მინისტრის თქმით, ინდური ბაზარი ძალიან მიმზიდველია. სომხეთი აქ ხედავს ფართო შესაძლებლობებს მრავალი სომხური კომპანიისთვის.

„ნახევარგამტარების კვლევისა და განვითარების კომპანიებიდან დაწყებული სასოფლო-სამეურნეო კომპანიებით დამთავრებული, მათ შეუძლიათ ინდოეთს შესთავაზონ  პროდუქციის ექსპორტი ინდოეთში და  თავიანთი მომსახურება“, – თქვა ქერობიანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინდოეთი სიდიდით მესამე ბაზარია მსოფლიოში და სომხეთი ვალდებულია იქ ფართოდ იყოს წარმოდგენილი.

ქერობიანის თქმით, ბევრად უფრო სასურველი იქნებოდა, რომ ეს ინფრასტრუქტურა კერძო ინვესტიციებით შეიქმნილიყო, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, მაშინ ისინი მზად არიან ჩაერიონ გარკვეულ მნიშვნელოვან პუნქტებში.

მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მნაცაკან საფარიანმა განაცხადა, რომ სომხეთი იმედოვნებს, რომ  გა2024 წლის ბოლოსათვის გასასვლელი ექნება ირანის პორტ ჩაბაჰარში და 2024 წლის ბოლოსთვის ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს შეუერთდება.

ეკონომიკის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სომხეთს შეუძლია ინდოეთი და ირანი დააკავშიროს ევროკავშირისა და EAEU ქვეყნებთან და გახდეს ტვირთების გადაზიდვის უმოკლესი გზა ამ ლოგისტიკურ გზაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button