
2023 წელს დაიწყო სტრატეგიული დიალოგი სომხეთის რესპუბლიკასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, რომლის პირველი სესია გაიმართა ნოემბერში საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ლონდონში ვიზიტის ფარგლებში. როგორც “ARMENPRESS”-ი იუწყება, ამის შესახებ შეტყობინებას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ევროპული მიმართულებით პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარების შემაჯამებელ ანგარიშს წარმოადგენს.
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ასევე აღინიშნა ლონდონში სომხეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ოფიციალური ცერემონიით.
წლის განმავლობაში ასევე გაიმართა გაერთიანებული სამეფოს ევროპულ საქმეთა მინისტრის ლეო დოჩერტის ვიზიტები რეგიონში, ასევე სრ საგარეო საქმეთა მინისტრის კონტაქტები დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან დევიდ კამერონთან.
გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან, კვლევით და მედია წრეებთან აქტიური დისკუსიები მიზნად ისახავდა ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის განვითარებას, მრავალმხრივ პლატფორმებზე თანამშრომლობას, ასევე რეგიონულ საკითხებზე ურთიერთგაგებას. ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ლონდონში მოეწყო სომხურ-ბრიტანული ბიზნეს ფორუმი“, – ნათქვამია განცხადებაში.







