ეკონომიკა
კანადური კომპანია Mackage-ის ქურთუკების ახალი კოლექცია სომხეთში იწარმოება

კანადაში სომხეთის საელჩოს ცნობით, კომპანია “Lorens NYC”-ის დამფუძნებლების, არამ და აშოტ სპენჯიანების ძალისხმევით, მაღალი ხარისხის ტანსაცმლის მწარმოებელი კანადური კომპანია Mackage-ის ქურთუკების ახალი კოლექციის წარმოება დაიწყო სომხეთში.

კომპანია “Lorens NYC” დაარსდა 2019 წელს, რომლის მიზანი იყო მსოფლიოში ცნობილი და მაღალი ხარისხის ტანსაცმლის კომპანიების პროდუქციის წარმოება სომხეთის საწარმოო ობიექტებში გადატანა. ამჟამად, კომპანიის წყალობით სომხეთში 15 პოპულარული ბრენდი იწარმოება.







