ეკონომიკა
ამიერიდან სომხეთში წარმოებული რძის ან/და კვერცხის შემცველი კომპოზიციური პროდუქტები ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გავა

ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალურმა დირექტორატმა სომხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის მიერ ავტორიზებული მესამე ქვეყნების სიაში შეიყვანა.
“ARMENPRESS”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სრ სურსათისა და უვნებლობის ინსპექტირების სამსახურის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაშია აღნიშნული.
ამიერიდან სომხეთში წარმოებული რძის ან/და კვერცხის შემცველი კომპოზიციური პროდუქციის ექსპორტი შესაძლებელია ევროკავშირის ქვეყნებში.
ევროკომისიის გადაწყვეტილება სომხეთში სურსათის უვნებლობის სექტორის ფუნქციების, ასევე კონტროლის შედეგების საფუძველზე იქნა მიღებული.







