საზოგადოება
თბილისში გაიმართება აქცია არცახის მოქალაქეების უფლებების დაცვის მოთხოვნით

თბილისში გაიმართება აქცია არცახის სომხების უფლებების დაცვის მოთხოვნით, აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ Facebook-ის გვერდზე. აღსანიშნავია, რომ 27 და 28 იანვარს აქციები გაიმართება ევროპის 50-ზე მეტ ქალაქში, ხოლო თბილისში აქცია 28 იანვარს, 14:30 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ (ილია ჭავჭავაძის 64).
აქციის მოთხოვნებია:
• არცახის სომხების უფლებების დაცვა,
• სომეხი სამხედრო ტყვეებისა და მძევლების გათავისუფლება,
• სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების დაცვა, • აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება.







