
ნერსისიანის სემინარიის დაარსებიდან 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა გამოფენის „თბილისის ნერსისიანის სემინარია 200“ გახსნის ცერემონია, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს და თბილისის კავკასიის უნივერსიტეტის მიერ. ამის შესახებ აცნობეს სრ ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი საარქივო დოკუმენტი და ფოტოსურათი, რომლებიც ინახება სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ არქივებსა და ბიბლიოთეკებში, ეღიშე ჩარენცის სახელობის ხელოვნებისა და ლიტერატურის, ისტორიის, სარდარაპატის, მატენადარანის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.
გამოფენის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მაღალი რანგის სტუმრები სომხეთიდან და საქართველოდან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლები.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და საქართველოს ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანმა. სრ ელჩმა მადლობა გადაუხადა კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გამოფენის მოწყობისთვის და უსურვა, რომ უნივერსიტეტი, ისევე როგორც წარსულში ნერსისიანის სემინარია, ამ ნერსისული სულით კვლავაც ყოფილიყო ადამიანებისა და სპეციალისტების სამჭედლო, რომლებიც კვალს დატოვებდნენ კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარებაში.
გამოსვლების შემდეგ გამოფენის ავტორმა, სომეხმა საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანმა ღონისძიების სტუმრებს გამოფენილი ფოტოების ისტორია გააცნო.
ღონისძიების დასასრულს, უნივერსიტეტის მთავარი შესასვლელის წინ, კავკასიის უნივერსიტეტის შენობის ისტორიის ამსახველი დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა.















