პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანმა და ოლაფ შოლცმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე ისაუბრეს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენსომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
ARMENPRESS-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს სომხეთ-გერმანიის ორმხრივი დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი.
ნიკოლ ფაშინიანმა მაღალი შეფასება მისცა კანცლერ შოლცის ძალისხმევას დიალოგის მხარდასაჭერად და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის რესპუბლიკის ერთგულება სამშვიდობო პროცესის მიმართ.
ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა მზადყოფნას გააგრძელოს ძალისხმევა მშვიდობისა და დიალოგისთვის.







