კულტურა

სომხური ევროვიზიის სიმღერის ვიდეომ 24 საათში ნახევარ მილიონ ნახვას გადააჭარბა

სულ რაღაც 24 საათში ევროვიზია 2024-ზე სომეხი დელეგატის ჯგუფის „ლადანივას“ სიმღერაზე „ჯაკო“ კლიპმა ნახევარ მილიონი ნახვის ზღვარი გადალახა.

ამის შესახებ ფეისბუქის ოფიციალური გვერდი  “სომხეთი ევროვიზიაში” იუწყება.

პრესტიჟული ევროვიზია 2024 წლის  7, 9 და 11 მაისს შვედეთში, მალმოში გაიმართება. სომხეთს “ლადანივა” ჯგუფი წარადგენს.

„ლადანივას“ ჯგუფის დამფუძნებლები არიან სოლისტი ჟაკლინ ბაღდასარიანი და ლუი თომასი. ჯგუფის სხვა ფრანგი წევრები რეგულარულად იცვლებიან. სომხური ხალხური სიმღერების ინტერპრეტაციებმა ფრანგულ ჯგუფ „ლადანივას“ სომხეთში დიდი აღიარება მოუტანა.

ნახეთ მეტი
Back to top button