საერთაშორისო

ყირგიზეთში აზერბაიჯანის 5 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობას გეგმავდნენ

ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა აზერბაიჯანის 5 მოქალაქის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომლებიც ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან.

სპეცსამსახურის მონაცემებით, ისინი გეგმავდნენ მკვლელობის მცდელობას რესპუბლიკის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, იტყობინება “მოსკოვსკი კომსომოლეცი”.

დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ დაიჭირეს ვ.მ.ალიევი, ს.ა.ბახხაიროვი, მ.ო.ასღაროვი, მ.ს.ბჰბუდროვი და ზ.ი.მამედოვი. ყირგიზეთი სამართალდამცავების თქმით, დაკავებული ასგაროვი, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია ზედმეტსახელით  „მაწანწალა“, ის ყირგიზეთში ჩავიდა ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობის ორგანიზების მიზნით, რადგანაც ყირგიზეთის სახელმწიფო ახორციელებს აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ.

ოპერატიული ღონისძიებები 22 მარტს განხორციელდა. ამ დროისთვის საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ნახეთ მეტი
Back to top button