ეკონომიკა

გასულ წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 526,47 მილიარდი დრამი (დაახლოებით 1,315 მილიარდი აშშ დოლარი) იყო, მაჩვენებელმა 99,8 პროცენტი შეადგინა

უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, 2023 წელი საკმაოდ მძიმე იყო თავდაცვის სამინისტროსთვის და მთელი შეიარაღებული ძალებისთვის.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ეროვნული ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის გეგმის (2021 -2026 წ.) 2023 წლისთვის განხორციელების პროგრესისა და შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, წლის განმავლობაში ჯარები ძირითადად საბრძოლო მზადყოფნის სხვადასხვა ხარისხში იმყოფებოდნენ, ხოლო მმართველი ორგანოები მუშაობდნენ გაძლიერებული სამუშაო რეჟიმით.

„2023 წლის მაისსა და სექტემბერში უსაფრთხოების ვითარების ესკალაციის გამო, შეიარაღებული ძალები მზადყოფნის სხვადასხვა დონეზე გადაიყვანეს. საბრძოლო მოვალეობა და პარალელური სამსახური მაღალი საბრძოლო მზადყოფნის პირობებში მიმდინარეობდა შეიარაღებული ძალების აღდგენის, რესტრუქტურიზაციისა და შესაძლებლობების შევსების პროცესების პარალელურად, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელდა მიღებული გაკვეთილებისა და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე აცნობა, რომ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 2023 წელს 517,28 მილიარდი დრამის(დაახლოებით 1,315 მილიარდი აშშ დოლარი) ფინანსური რესურსი გამოეყო, რომელიც წლის განმავლობაში 9,9 მილიარდი დრამით (დაახლოებით 250 მილიონი აშშ დოლარი) გაიზარდა და 526,47 მილიარდი დრამი (დაახლოებით 1,565 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა.

„შესწორებული შეფასებით მაჩვენებელმა 525,81 მლრდ დრამი ანუ 99,8 პროცენტი შეადგინა“, – დასძინა მინისტრმა.

პაპიკიანის თქმით, მთავრობის 2021-2026 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების უზრუნველსაყოფად თავდაცვის სამინისტროს ღონისძიებების ნუსხა 14 მიზნისგან შედგება, რომელიც მოიცავს 37 ღონისძიებას, რომლებიც ძირითადად განხორციელდა დაგეგმილ მოცულობებში და ვადებში. „კერძოდ, 2023 წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო სტრუქტურაში განხორციელდა ცვლილებები, დაზუსტება და ფუნქციების გადანაწილება. სტრუქტურული ერთეულების წესდებისა და სტრუქტურების დამტკიცება გრძელდება და მიმდინარეობს“, – დაასკვნა პაპიკიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button