კულტურა

საქართველოს საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო პროგრამების განხორციელებას

სომხეთის  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმმა  უმასპინძლა  დელეგაციას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე.

როგორც  სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერებათა საჯაროობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან გვაცნობეს, სტუმრებს სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი აშოტ საღიანი მიესალმა. „მოხარული ვართ მოგესალმოთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. დღეს, უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების წინაშე, ჩვენ ვაცნობიერებთ მეცნიერების განსაკუთრებულ როლს არა მხოლოდ ჩვენი ცივილიზაციის მდგრად განვითარებაში, არამედ ჩვენს პლანეტაზე მშვიდობის შენარჩუნებაში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს წვლილს საერთაშორისო სამეცნიერო დიალოგის განვითარებაში და მივესალმებით მის გაფართოებისკენ მიმართულ ნაბიჯებს“, – განაცხადა სრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა. მან წარმოადგინა აკადემიის  საქმიანობა, ილაპარაკა ქართულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე.

 „განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ევროპულ სამეცნიერო პროგრამებში ჩვენი ქვეყნების სამეცნიერო სტრუქტურების ერთობლივ მონაწილეობას, ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივი პროგრამების შემუშავებას და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებას“, – განაცხადა აშოტ საღიანმა.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ მასპინძლებს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. თავის გამოსვლაში მან, კერძოდ, განაცხადა: „მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიებს შორის კარგი ურთიერთობაა. 21-ე საუკუნეში მეცნიერების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ეს სფერო არ განვითარდა, ჩვენს ქვეყნებს  განვითარება ძალიან გაუჭირდებათ. ამიტომაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საბიუჯეტო თანხების გაზრდას სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებისთვის და რა ტქმა უნდა ახალგაზრდების მეცნიერებაში ჩართვას. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყნები მარტო ვერაფერს გახდებიან, უნდა იყოს საერთაშორისო ურთიერთობები და პირველ რიგში მეზობლებთან. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სამეცნიერო პროგრამების განხორციელებას და თანამშრომლობის გაღრმავებას“.

სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის წევრი ვლადემერ კახაძე და სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი აშოტ მელქონიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button