საერთაშორისო

145 ათას ფიზიკურ პირს საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება

როგორც ქართული მედია წერს, 45 ათას ფიზიკურ პირს, ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანება ჩამოეწერება – შესაბამისი ინიციატივა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ ვის შეეხება ცვლილება.

“საქართველოში დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება. ამის გამო, ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვაწეროთ შესაბამისი დავალიანებები. კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი, აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

ნახეთ მეტი
Back to top button