საზოგადოება

ლარსი სატვირთო მანქანებისთვის 19 აპრილამდე დღის განმავლობაში დაიკეტება

საქართველოდან რუსეთში მიმავალ გზაზე „ზემო ლარსის“ საგუშაგოზე დროებითი შეზღუდვები იმოქმედებს.

ამის შესახებ Sputnik სომხეთს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტში განუცხადეს.

„დღის განმავლობაში იკეტება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა ეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

შეზღუდვები 19 აპრილამდე იმოქმედებს. სხვა ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხების გარეშე გაგრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button