პოლიტიკა

კვიპროსის წარმომადგენელთა პალატა სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას აღნიშნავს

18 აპრილს კვიპროსის წარმომადგენელთა პალატამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას და პირობა დადო, რომ იბრძოლებს სამყაროსთვის, სადაც მშვიდობა და სამართლიანობა სუფევს და სადაც წარსულის სისასტიკე აღარასოდეს განმეორდება.

Armenpress-ის გადმოცემით, ამის შესახებ იუწყება „CyprusMail“ .

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაქარია კულიასმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 24 აპრილს სომხების გენოციდის „შავი წლისთავი“ აღინიშნება.

მან ასევე დასძინა, რომ წლების განმავლობაში მილიონობით სომეხი „იძულებით გადაასახლეს, დაექვემდებარა განდევნას და მასობრივ მკვლელობებს“.

ზაქარია კულიასმა ასევე შეახსენა, რომ კვიპროსის რესპუბლიკა მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც 1975 წელს აღიარა სომეხთა გენოციდი .

ნახეთ მეტი
Back to top button