საერთაშორისო

რუსთაველი ისევ გადაიკეტა – მოქალაქეები რუსული კანონის მიღების მცდელობას აპროტესტებენ

როგორც ქართული მედია წერს, თბილისის ცენტრალური გამზირი ისევ გადაკეტილია – მოქალაქეები მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღების მცდელობას აპროტესტებენ. უწყვეტი აქციები საკანონმდებლო შენობასთან უკვე ერთ კვირაზე მეტია გრძელდება.

მე-4 დღეა პროტესტის ძირითადი ბირთვი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ყოველ საღამოს, 7 საათზე პარლამენტის წინ იკრიბებიან და შემდეგ, სხვადასხვა მიმართულებით, მსვლელობას აწყობენ. დღეს მარში უზენაესი სასამართლოსა და “ქართული ოცნების” ოფისისკენ გაიმართება.

ახალგაზრდები თვითორგანიზებულად იკრიბებიან და ყოველგვარი წინასწარი გეგმის გარეშე, სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ საკუთარ პოზიციას.

ნახეთ მეტი
Back to top button