საერთაშორისო

ბაქომ დაიწყო კამპანია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატის წინააღმდეგ, რომელმაც ალიევს არალეგიტიმური პრეზიდენტი უწოდა

როგორც factor.am წერს, ბაქო აგრძელებს კამპანიას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გერმანიის დეპუტატის ფრანკ შვაბეს წინააღმდეგ, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის, უფლებადამცველის ანარ მამადლის დაკავებაზე საუბრობდა.

„აზერბაიჯანის არალეგიტიმური პრეზიდენტის, ალიევის ირგვლივ შექმნილმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა გაბედა ევროპის საბჭოს ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ლაურეატ ანარ მამადლის დაპატიმრება. აზერბაიჯანს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების გზა მოჭრილი აქვს,  ახლაც და იანვარშიც“, – წერს ის თავის X მიკრობლოგზე.

 შვაბეს გამოეხმაურა აზერბაიჯანის მეჯლისის დეპუტატი, ესპა-ში  აზერბაიჯანის დელეგაციის მუდმივი ხელმძღვანელი სამედ სეიდოვი, რომელმაც გერმანელ დეპუტატს „პოლიტიკური ტერორისტი“ უწოდა. შვაბემ გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე. ის არის დაქირავებული პოლიტიკოსი, რომელიც არცხვენს საკუთარ თავს, თავის ქვეყანას და ევროპის საბჭოს. ის არის პოლიტიკური ტერორისტი, რომელმაც უკანონოდ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ანადგურებს არა მხოლოდ ამ ორგანიზაციას, არამედ ევროპული ინტეგრაციის იდეასაც“, – წერს სეიდოვი.

პასუხად  შვაბემ მას “დიქტატორის ფინია” უწოდა.

„სიმართლე ისაა, რომ თქვენ ორმაგი ცხოვრება გქონდათ, რაც შესანიშნავი იყო თქვენთვის. როგორც დიქტატორის ძაღლმა, თქვენ დიდი დრო გაატარეთ დემოკრატიული ევროპის ქალაქებში აზერბაიჯანში პატიოსანი და წესიერი ადამიანების სისხლის ფასად“, – წერს ევროპელი დეპუტატი.

 ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის წევრმა ასიმ მოლაზადემ მედიას განუცხადა, რომ „შვაბეს სიძულვილი აზერბაიჯანის მიმართ ევროპას კი არ უკავშირდება, არამედ მის პირად ინტერესებს“.

„აზერბაიჯანის მიმართ მისი სიძულვილი გამომდინარეობს მისი პირადი ინტერესებიდან და არა ევროპის, ის ასრულებს თავისი ბატონების ბრძანებებს. სიძულვილის ასეთი გამოხატვით ადამიანებს სურთ ასიამოვნონ ბატონებს, ევროპული და გერმანული ღირებულებების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მოლაზადემ და შვაბეს ფინანსურ თაღლითობაში დაადანაშაულა.

24 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას. ამ გადაწყვეტილებით აზერბაიჯანის დელეგაცია მოიხსნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მინიმუმ ერთი წლით და შესაძლოა დაბრუნდეს, თუ შეასრულებს ნორმატიულ ვალდებულებებს. ფრანკ შვაბე აზერბაიჯანის დელეგაციას ხმის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილების ერთ-ერთი ინიციატორია. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც გერმანელი დეპუტატი ოფიციალური ბაქოს პროპაგანდის სამიზნე გახდა.

ავტორი ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button