პოლიტიკა

„რაც ვთქვი სწორად ვთქვი, მზად ვარ კიდევ ერთხელ გავიმეორო“, –  ალენ სიმონიანი ანტირუსულ განცხადებებზე

სომხეთი გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბჭოს წერილს, რომელიც ეხებოდა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის ანტირუსულ განცხადებებს. ამის შესახებ დღეს, 6 მაისს, ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა.

„წერილი გაუგზავნეს  სარგის ხანდანიანს და სარგის ხანდანიანმა ამ წერილს დიდი ხნის წინ, ერთი-ორი დღის შემდეგ უპასუხა. უბრალოდ, იმ მომენტში ქალბატონი ზახაროვასთვის მოსახერხებელი იყო ასეთი პასუხი, და ისიც რომ მეორე ნაწილისთვის არ ეპასუხა.  გასაგებია ხომ? ის რომ აქ  თეატრალიზებულ  კითხვა-პასუხს  ჰქონდა ადგილი “, – განაცხადა ალენ სიმონიანმა.

მან თქვა, რომ იცის, რა უპასუხა რუსულმა მხარემ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. „ვიცი, მაგრამ არ გეტყვით. ეს მე არ მეხება. მე ვარ ჩემი განცხადებების მფლობელი, რაც ვთქვი: სწორად ვთქვი, სათანადოდ ვთქვი, ახალი არაფერი მითქვამს. მზად ვარ იგივე გავიმეორო დღესაც და მუდმივად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნახეთ მეტი
Back to top button