პოლიტიკა

სომხეთი და უნგრეთი ორმხრივად შეთანხმდნენ საელჩოების გახსნაზე

სომხეთი და უნგრეთი შეთანხმდნენ ერთმანეთის დედაქალაქებში საელჩოების გახსნაზე.

ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ ბუდაპეშტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 1-1,5 წელიწადში მათ შეძლეს მნიშვნელოვანი პროგრესული ნაბიჯების გადადგმა ქვეყნების ეკონომიკის აყვავებისკენ. სომხეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს პროგრამას და შეთანხმებას ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ.  ამის საფუძველზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიმართული იქნება ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომლის ამოცანა იქნება ეკონომიკური კავშირების გაფართოება და დაჩქარება.

„შარშან ჩვენმა ეკონომიკურმა განვითარებამ და ბრუნვამ 70 პროცენტს მიაღწია. უნგრული ფარმაცევტული კომპანიები უფრო აქტიურები არიან სომხურ ბაზარზე და ზრდიან თავიანთ წილს. მიხარია, რომ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთის დედაქალაქებში უნდა გავხსნათ საელჩოები. ამ დროისთვის ჩვენ გვქონდა საკონსულოები“, – თქვა სიიარტომ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთსა და უნგრეთს შორის კარგი და სამუშაო ეკონომიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ უკვე დიდი ხანია ორივე ქვეყანაში საელჩოების გახსნის დროა.

მიმდინარე წლის ივლისიდან Wizz Air-ის წყალობით ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეისიც ამოქმედდება.

დიპლომატიური ურთიერთობები სომხეთსა და უნგრეთს შორის, რომელიც დამყარდა 1992 წელს, 2012 წლის 26 თებერვალს შეჩერდა. მას შემდეგ, რაც უნგრეთმა აზერბაიჯანელი კრიმინალი რამილ საფაროვი აზერბაიჯანს 31 აგვისტოს გადასცა. 2022 წელი 1 დეკემბერს, ეუთოს მინისტრთა ფორუმის ფარგლებში, გაიმართა სომხეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და პეტერ სიიარტოს შეხვედრა, რომლის დროსაც მიღწეული იქნა შეთანხმება სრული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. 2023 წელს ჩატარდა   სიარტოს ვიზიტი  სომხეთში.  5-7 თებერვალს უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button