საზოგადოება
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მთიანი ყარაბაღის ყოფილ ლიდერებს პატიმრობა გაუხანგრძლივა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მთიანი ყარაბაღის დატყვევებულ ყოფილ ლიდერებს პატიმრობა გაუხანგრძლივა.
ყოფილ პრეზიდენტებს არკადი ღუკასიანს, ბაკო საჰაკიანს, არაიკ ჰარუთიუნიანს, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს დავით ბაბაიანს, ასევე ყარაბაღის პარლამენტის თავმჯდომარეს დავით იშხანიანს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ლევონ მნაცაკანიანს და გენერალ დავით მანუკიანს პატიმრობის ვადა 5 თვით გაუგრძელდა.
აზერბაიჯანული სააგენტო APA-ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის რუბენ ვარდანიანის სახელი არ სახელდება.







