პოლიტიკა

ეს აჩვენებს ლუკაშენკოს თვალთმაქცობას. ტიხანოვსკაიამ გააკრიტიკა ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტი მთიან ყარაბაღში

ბელორუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მკაცრად გააკრიტიკა ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი მთიან ყარაბაღში.

„ბედის ირონიით, ბელორუსის დიქტატორი კიდევ ერთხელ ძირს უთხრის სომხეთის, მისი ოფიციალური მოკავშირის კუხო-ს პოზიციას და მიდის ყარაბაღში აზერბაიჯანის დასახმარებლად. ეს აჩვენებს რუსული „სამხედრო ალიანსების“ სისუსტეს და ლუკაშენკოს თვალთმაქცობას.

კრიმინალურ რეჟიმს მხოლოდ მისი გადარჩენა აინტერესებს ნებისმიერ ფასად“, – წერს სვეტლანა ტიხანოვსკაია X-ის მიკრობლოგზე, იტყობინება Armenpress-ი.

ნახეთ მეტი
Back to top button