აშშ შესთავაზებს საქართველოს ფართომასშტაბიან მხარდაჭერას, თუ ის ანტიდასავლურ ხაზს მიატოვებს – მედია

აშშ-ის კანონპროექტი ქართველ ოფიციალურ პირებზე სანქციების დაწესების შესახებ, რაც განპირობებულია საკამათო “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის მიღებით, თბილისს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის პაკეტს შესთავაზებს, თუ იგი ანტიდასავლურ რიტორიკას და ადამიანის უფლებების კუთხით უკან დახევას შეწყვეტს. ამის შესახებ პორტალი Politico კანონპროექტის ტექსტზე დაყრდნობით იუწყება.
პროექტის დებულებების მიხედვით, რომელიც ამ კვირაში უნდა წარედგინა წარმომადგენელთა პალატას, აშშ, თუ საქართველო შეასრულებს პოლიტიკურ სტანდარტებს, დაიწყებს მოლაპარაკებებს შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის გახსნაზე და ქართველებისათვის ვიზა-ლიბერალიზაციის შენოღებაზე.
დოკუმენტი ასევე უფლებამოსილებას აძლევს თეთრ სახლს შეიმუშაოს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტი ამ შემთხვევაში, კერძოდ, „უსაფრთხოების და თავდაცვის აღჭურვილობის უზრუნველყოფა, რომელიც შესანიშნავად შეეფერება რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის, აგრეთვე წვრთნის, მოვლის და შესაბამისი ელემენტების მომზადების მიმართულებით ოპერატიული მხარდაჭერა“. ამისთვის აშშ-მ უნდა დაადასტუროს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და სტაბილური პროგრესი დემოკრატიის აღორძინების საქმეში, რასაც მოწმობს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო“.







