საზოგადოება

დღეს კათოლიკოსი არამ I ვატიკანში რომის პაპს შეხვდება

დღეს, 11 ივნისს, დიდი კილიკიის კათოლიკოსი არამ I ვატიკანში გაემგზავრება, სადაც პაპს შეხვდება. ამის შესახებ საკათალიკოსოს პრესსამსახური იტყობინება.

„მისი უწმინდესობა მიწვეულია ვატიკანის აღმოსავლურ უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად თემაზე „რელიგიის როლი გეოპოლიტიკაში“, -ნათქვამია შეტყობინებაში.

ვატიკანში ერთდღიანი ვიზიტის დროს უწმიდესი ზედიზედ შეხვედრებს გამართავს უწმიდეს პაპ ფრანცისკესთან, ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეკლესიათაშორისი ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და აღმოსავლეთ კათოლიკური ეკლესიების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.

ნახეთ მეტი
Back to top button