საზოგადოება

სომხეთში სტიქიის ზონაში ზარალის, დანაკარგისა  და საჭიროებების შესაფასებლად, გაერომ წამოიწყო მრავალსექტორიანი პირველადი საჭიროებების სწრაფი შეფასების პროცესი

როგორც ARMENPREE-ი იუწყება, სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო მოთხოვნაზე 26 მაისს ლორისა და ტავუშის რეგიონებში მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრისა და საერთაშორისო დახმარების გაწევის შესახებ, გაერომ წამოიწყო მრავალსექტორული პირველადი საჭიროებების შეფასების (MIRA) და სტიქიისშემდგომი საჭიროებების შეფასების  (PDNA) პროცესები.

როგორც სომხეთის რესპუბლიკის შსს-ს პრესრელიზიდან  ირკვევა, ფაქტების დამდგენმა  ჯგუფმა, სომხეთში გაეროს ოფისის სპეციალისტების მონაწილეობით, სამუშაო ადგილზე სწრაფი შეფასების მიზნით ჩაატარა  მონაცემების შეგროვება.

მრავალსექტორული პირველადი საჭიროებების სწრაფი შეფასების პროცესის ფარგლებში ჩატარდა პირველადი და მეორადი მონაცემების ანალიზი, თემებში შეფასებები, დაზარალებული მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება; შედეგად, განისაზღვრა სტრატეგიული ჰუმანიტარული პრიორიტეტები.

სტიქიით დაზარალებულ თემებში დადგინდა მიყენებული ზარალის დონე, დაზუსტდა საჭიროებები სურსათის უვნებლობის, ჯანდაცვის, წყლის რესურსების, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების, განათლების, დაცვის სფეროებში, შეფასდა შესაძლო და უშუალო რისკები.

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება სოციალურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული საჭიროებების დაკმაყოფილება, ნაგვის, წყლის ობიექტების და ნარჩენების მართვის დაუყოვნებლივი და სისტემატური გატანის გეგმის შემუშავება და განხორციელება, დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის  და  სასმელი წყალის დაუყოვნებლივ  აღდგენა  და ა.შ.

ნახეთ მეტი
Back to top button