საზოგადოება

არაიკ ჰარუთუნიანმა დაგმო ერევანში ებრაულ სინაგოგაზე თავდასხმა

შემაშფოთებელია 11 ივნისს ერევანში ებრაულ სინაგოგაზე თავდასხმის ფაქტი.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარემ, არაიკ ჰარუთუნიანმა „არსენპრესთან“ საუბარში განაცხადა.

„ახლა სამართალდამცავები აწარმოებენ გამოძიებას მომხდარის გარემოებების დასადგენად. სომხეთის  ხელისუფლება და საზოგადოება ერთსულოვნად  გმობენ  ეროვნული და რელიგიური ქსენოფობიის ყოველ გამოვლინებას და მცდელობას. ჩვენს საზოგადოებაში ეროვნული უმცირესობების მიმართ ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო სუფევს. უფრო მეტიც, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ჩართულნი არიან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცავები ყველაფერს გააკეთებენ, რათა გამოავლინონ დაფიქსირებული ინციდენტის გარემოებები“, – განაცხადა ჰარუთუნიანმა.

11 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირმა ერევანში ებრაული რელიგიური ცენტრის ფანჯარას ქვა გაუქნია  და ჩაამტვრია.

ნახეთ მეტი
Back to top button