მთავარისაზოგადოება

ბაღრამიანისა და დემირჩიანის ქუჩების კვეთაზე მომხდარი მასობრივი არეულობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

12 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ერევანში, ბაღრამიანისა და დემირჩიანის ქუჩების კვეთაზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ადგილზე მორიგე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნებისადმი  დაუმორჩილებლობა დაიწყეს. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის საფრთხის შემცველი მასობრივი არეულობები, რომლებიც შერწყმული იყო სამსახურებრივი მოვალეობის შემსრულებელი პოლიციელების მიმართ ძალადობის გამოყენებასთან. ურტყამდნენ წიხლებს და მუშტებს, სხვადასხვა საგნებს იქნევდნენ მათ მიმართულებით. ამის შესახებ “ARMENPRESS”-ს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტიდან აცნობეს.

„საქმეზე სს-ის საგამოძიებო კომიტეტში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

შემთხვევის ადგილზე ვიდეო გადაღების ვიდეოჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყაროს ინფორმაციით,მიმდინარეობს  მასობრივი არეულობის ორგანიზატორებისა და მონაწილეების დაკავება  მათი იდენტიფიცირებისა  მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button