საზოგადოება

ბაღრამიანის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად სამედიცინო დახმარებისთვის 101-მა ადამიანმა მიმართა,  85 გაიწერა –  ჯანდაცვის სამინისტრო

ბაღრამიანის გამზირზე გუშინდელი მოვლენების შედეგად, დილის 09:30 საათისთვის სამედიცინო დახმარებას 101 სამოქალაქო პირმა და პოლიციის თანამშრომელმა მიმართეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ 85 ადამიანი გაწერეს.

პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ხელი ჰქონდა დაზიანებული  ოპერაციის შემდეგ ფასდება დამაკმაყოფილებლად.

დანარჩენ 16 პირს საჭირო სამედიცინო დახმარებას უტარდება. მათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

ნახეთ მეტი
Back to top button