მთავარისაზოგადოება

კათოლიკოსმა არამ I-მა რომის პაპთან განიხილა საეკლესიო ცხოვრების, ლიბანის, მთიანი ყარაბაღის სომხების და სომეხი ტყვეების დაბრუნების საკითხები

მისი უწმინდესობა კილიკიის კათოლიკოსი  არამ I ვატიკანში უწმიდეს პაპ ფრანცისკეს შეხვდა.

როგორც კილიკიის საკათოლიკოსო ავრცელებს,  შეხვედრაზე გაიმართა აზრთა გაცვლა უწმინდესის მიერ შემოთავაზებულ შემდეგ საკითხებზე.

ა) საეკლესიო ურთიერთობის გაფართოებისა და ურთიერთობის თანამშრომლობაში გადაქცევის იმპერატივი.

ბ) ყველა ეკლესიის მიერ წმიდა აღდგომის ერთსა და იმავე წელს აღნიშვნის საკითხი.

გ) ვატიკანის მესამე კრების მოწვევის აუცილებლობა არაკათოლიკური ეკლესიების აქტიური მონაწილეობით.

დ) ქრისტიან-ისლამური თანაარსებობის გაძლიერება ლიბანში და ახალი პრეზიდენტის არჩევა.

ე) აზერბაიჯანში სომეხი პოლიტპატიმრების ვადამდე გათავისუფლება.

ვ) მთიანი ყარაბაღის სომხების დაბრუნება საგვარეულო მიწებზე საერთაშორისო გარანტიებით.

ნახეთ მეტი
Back to top button