ანალიტიკა

აზერბაიჯანი ცდილობს აჩვენოს, რომ რეგიონის ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლია. პოლიტოლოგი

გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნახიჩევანში მდებარე ქვედანაყოფები 12 ივნისს ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებენ. მათში ჩართული იქნება საბრძოლო ტექნიკა, თვითმფრინავები და დრონები.

თეირანთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ტაქტიკური წვრთნები ერთდროულად ირანის ტერიტორიაზე, ირანის არმიის შესაბამისი ძალებისა და საშუალებების ჩართულობით გაიმართება.

ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა სამხედრო წვრთნები თურქეთთან და საქართველოსთანაც ჩაატარა. ექსპერტები აზერბაიჯანის აქტიურ სამხედრო წვრთნებს სომხეთზე მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლის კონტექსტში განიხილავენ.

ბოლო დროს აზერბაიჯანი აქტიურად ცდილობს ჩაერიოს სომხეთის საშინაო საქმეებში, ამბობს აზერბაიჯანოლოგი გრიგორი აივაზიანი და იხსენებს ბაქოდან გაკეთებულ განცხადებებს ხოჯალუსთან, მინსკის ჯგუფთან და კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სამხედრო წვრთნები, როგორც ომამდე, ისე ომის შემდეგ, პერმანენტულ ხასიათს ატარებს. ეს მოწმობს, რომ აზერბაიჯანს არ აქვს განზრახული მის წინაშე არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრა და ცდილობს მორალური ზეწოლა მოახდინოს სომხურ მხარეზე დასახული მიზნების მისაღწევად.

ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, აზერბაიჯანი სამხედრო წვრთნებით ცდილობს სომხეთის გარშემო რგოლი შეავიწროოს და „ბლოკადაში“ დატოვოს.

პოლიტოლოგი სერგეი მელქონიანი. „აზერბაიჯანი აჩვენებს, რომ ის არის ერთ-ერთი ინკლუზიური და დამაკავშირებელი რგოლი რეგიონში, რომელიც აკავშირებს თურქეთს, რუსეთს, ირანს, ყველა დაინტერესებულ მხარეს. ამ შემთხვევაში სომხეთი კიდევ უფრო იზოლირებული რჩება“.

რაც შეეხება საქართველოსთან სამხედრო წვრთნებს, აზერბაიჯანოლოგი გრიგორი აივაზიანი შეგვახსენებს, რომ 44-დღიანი ომის დროს ჩვენ ვნახეთ თბილისის არამეგობრული ნაბიჯები, როდესაც ისრაელიდან სხვადასხვა საბრძოლო მასალით დატვირთული თვითმფრინავები გადიოდნენ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო ამ დროის განმავლობაში საქართველოს ტერიტორია სომხეთისთვის იყო დაკეტილი.

„არ ვამბობ, რომ (საქართველო – რედ.) შევიდეს ღია ომში, რა თქმა უნდა არა, მაგრამ ის იყოს ნეიტრალური, თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად არის ფინანსურად, ეკონომიკურად დამოკიდებული თურქულ-აზერბაიჯანულ ტანდემზე. საქართველო არის დე ფაქტო დამოკიდებული სახელმწიფო, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მას აქვს გართულებული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან.

ირანის შემთხვევაში კი გრიგორი აივაზიანი აღნიშნავს, რომ სომხეთის მიმართ პოლიტიკა პრეზიდენტ რაისის გარდაცვალების შემდეგაც არ შეიცვლება. სხვათა შორის, ირანოლოგებსაც იგივე რწმენა აქვთ. თუმცა აზერბაიჯანოლოგი გრიგორი აივაზიანი ამავე დროს აღნიშნავს:

„მიუხედავად ამისა, სპარსეთს ყოველთვის თავისი ინტერესები ჰქონდა და, ამ შემთხვევაში, როცა სპარსეთი ლაპარაკობს საზღვრების უცვლელობაზე, „ზანგეზურის დერეფანზე“, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ ამაზე ლაპარაკობენ, რამდენადაც სასარგებლოა სპარსეთისთვის და არასოდეს და არავითარ შემთხვევაში, სპარსეთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ჩვენს ნაცვლად არ დაიცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“.

ირანელი ექსპერტების აზრით, ირანში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს სომხეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობაზე. აზერბაიჯანოლოგის გრიგორი აივაზიანის თქმით, თუმცა, ეს არ განსაზღვრავს იმ ფაქტს, რომ ირანი თავისი ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკას ვერ შეცვლის 180 გრადუსით, ამიტომ, აივაზიანის ფორმულირებით, შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ იმედი მხოლოდ საკუთარ თავსა და ჩვენს შიდა პოლიტიკურ სტაბილურობაზე შეგვიძლია დავამყაროთ.„შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა, როცა აზერბაიჯანი ჩვენს არსებობას ემუქრება, ჩვენთვის მიუღებელი ფუფუნებაა.

ნახეთ მეტი
Back to top button