საზოგადოება

ევროკავშირი სომხეთში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დახმარების ხელს უწვდის

ევროკავშირი 100 000 ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს იმ სოფლებს, რომლებმაც მაისში სომხეთის ლორისა და ტავუშის რეგიონებში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისას ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

როგორც “ARMENPRESS” -ს სომხეთში ევროკავშირის დელეგაციამ აცნობა, ევროკავშირის დაფინანსება გამოიყოფა სომხური წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდასაჭერად, რათა მიწოდებული იქნას  ფულადი დახმარება და პირველადი საჭიროების ნივთები.

2024 წლის 26 მაისს, სომხეთის მთელ ტერიტორიაზე ძლიერი წვიმების შედეგად, ადგილზე დაფიქსირებულმა ნალექმა 100 მმ-ს მიაღწია, რამაც გამოიწვია მდინარეების დებედის, აღსტევისა და ტაშირის უეცარი ადიდება, რამაც გააუარესა წყალდიდობის შედეგები ლორის და ტავუშის რეგიონებში.

ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატის (ECHO) მეშვეობით ევროკავშირი ყოველწლიურად ეხმარება კონფლიქტებისა და კატასტროფების მილიონობით მსხვერპლს. თავისი შტაბ-ბინით ბრიუსელში და საველე ოფისების გლობალური ქსელით, ევროკავშირი დახმარებას უწევს ყველაზე დაუცველ ადამიანებს ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button