საზოგადოება

ზაფხულის სეზონზე ერევანი-თბილისი-ერევნის მარშრუტზე მატარებლის მოძრაობა შეჩერდება, სამაგიეროდ თბილისში ბათუმის მატარებლით შეგიძლიათ ჩახვიდეთ

კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ აცხადებს ერევანი-ბათუმი-ერევნის საერთაშორისო სეზონური მატარებლის ამოქმედების შესახებ, რომლის პირველი რეისი 24 ივნისს შესრულდება. მატარებელი მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე იმუშავებს.

ბათუმის მატარებელი ერევნიდან ორ დღეში ერთხელ გავა. ზაფხულის სეზონზე ერევანი-თბილისი-ერევნის მარშრუტზე მოძრაობა შეჩერებულია, ბათუმის  მატარებლით თბილისამდე მისვლა იქნება შესაძლებელი. წინა წელთან შედარებით, მოგზაურობის ღირებულებას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია. დამატებითი ინფორმაცია, ასევე ბილეთების ფასები შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებგვერდზე – www.railway.am

ნახეთ მეტი
Back to top button