საზოგადოება

ზემო ლარსის ახალი გზა შესაძლოა 2025 წლის ბოლოსთვის იყოს მზად

ერევან-თბილისი-ვლადიკავკაზის სტრატეგიული საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის ახალი 23-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა „აქტიურად მიმდინარეობს და მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ განაცხადეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტში, იუწყება commersant.ge. დეპარტამენტის ინფორმაციით, ისტორიული „საქართველოს სამხედრო გზის“ ეს ახალი მონაკვეთი მოაგვარებს სომხეთიდან და საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით საგზაო მოძრაობის ხშირი შეჩერების პრობლემას ზვავსა და ღვარცოფის გამო. შემოდგომა-ზამთარსა და გაზაფხულ-ზაფხულში ასობით და ზოგჯერ ათასობით სატვირთო მანქანა ხშირად დგას გზატკეცილზე დღეების განმავლობაში და ელოდება საქართველოს საგზაო პოლიციის ნებართვას მოძრაობის აღდგენისთვის. ქვეშეთი-კობის გზა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან რუსეთში და პირიქით, მაღალმთიანი უღელტეხილების გვერდის ავლით გადაადგილების საშუალებას იძლევა. ამ მიზნით გზაზე ხუთი გვირაბი შენდება. მათ შორის არის უნიკალური ცხრაკილომეტრიანი გვირაბი. გარდა ამისა, მიმდინარეობს ხუთი ხიდის მშენებლობა. საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის ამოქმედების შემდეგ სტრატეგიული მაგისტრალი „ზამთარში აღარ დაიკეტება“, თბილისიდან რუსეთის ფედერაციის საზღვრამდე კი გზა 2,5 საათის ნაცვლად მხოლოდ 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდება .

ნახეთ მეტი
Back to top button