
სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის შემდეგი წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„დიახ, იყო პასუხი ჩვენს მიერ გაგზავნილ მე-9 ვერსიაზე, გამოგზავნეს მე-10 ვერსია. ახლა ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მხარეები მიუახლოვდნენ სამშვიდობო შეთანხმების დადებას, გრიგორიანმა უპასუხა, რომ მოლაპარაკებებში არსებობს ასეთი მიდგომა: სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული, არაფერია შეთანხმებული.
„ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან პროცესი დინამიურია და ხან პროგრესს ვაღწევთ, ხან – არა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პროცესის მაქსიმალურად დასაჩქარებლად. სომხეთი მზად არის რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელო სამშვიდობო ხელშეკრულებას“,- აღნიშნა გრიგორიანმა.







