პოლიტიკა

არის შიში, რომ აზერბაიჯანის თავდასხმის დროს რუსები ზურგიდან დაგვარტყამენ. კაპანში რუსეთის საკონსულოს გახსნას ეწინააღმდეგებიან  –    სტეპან გრიგორიანი

რუსეთის ფედერაციაში სომხეთის რესპუბლიკის  ელჩი ვაღარშაკ ჰარუთიუნიანი სამუშაო ვიზიტით ბელგოროდში ჩავიდა, სადაც, TASS-ის ცნობით, მან განაცხადა, რომ ბელგოროდში დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნახვა ხალხის მწუხარების მაჩვენებელია და გამოთქვა სურვილი, რომ ეს ყველაფერი სწრაფად დასრულდეს.

 ბელგოროდი თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. ივნისის დასაწყისში უკრაინაში, ქალაქ ბუჩას ეწვივნენ სომხეთის ელჩი უკრაინაში ვლადიმერ კარაპეტიანი და ერევნის ნორ-ნორკის ადმინისტრაციული ოლქის უფროსი ტიგრან ტერ-მარგარიანი

 ბუჩას საკრებულოს განცხადებით, სომხურმა დელეგაციამ ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებს ჰუმანიტარული დახმარება, მედიკამენტები გადასცა. მოსკოვმა კი ერევანს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ბუჩაში სომეხი ოფიციალური პირების ვიზიტთან დაკავშირებით.

 პოლიტოლოგმა სტეპან გრიგორიანმა Factor TV-ს განუცხადა, რომ სომხეთის ელჩის ვიზიტი ბელგოროდში არ შეაჩერებს რუსეთის აგრესიულ ქცევას სომხეთის მიმართ.

„რუსეთის ფედერაცია არ შეარბილებს სომხეთის მიმართ მუქარის სტილს ბელგოროდში ჩვენი ელჩის ვიზიტის შემდეგ, რადგან რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა მკაცრად პროაზერბაიჯანულია.

პოლიტოლოგი, რომელიც ცოტა ხნის წინ სიუნიქში იმყოფებოდა და სასაზღვრო დასახლებებშიც მოინახულა, ამტკიცებს, რომ სომხეთის სამხრეთ რეგიონში რუსეთის საკონსულოს შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით შეშფოთებაა.

„რუსეთის ფედერაცია თავხედურად იქცევა სომხეთში. კაპანში ვიყავი, ვესაუბრე ხალხს, იქ რუსეთის საკონსულოს გახსნის წინააღმდეგი არიან, ხალხი წუხს, რომ აზერბაიჯანის თავდასხმის დროს რუსებმა ი ზურგიდან არ დაარტყამენ. რუსული ჯარები საფრთხეს წარმოადგენენ სომხეთის წინააღმდეგ, როცა აზერბაიჯანი თავს გვსხმის და ისინი არ გვიცავენ, არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ხალხი ამბობს, ისინი უნდა წავიდნენ ქვეყნიდან, რომ ზურგში დანა არ მიიღონ“.

ნახეთ მეტი
Back to top button