უეფა ოფიციალურად უჭერს მხარს სომხეთისა და საქართველოს ერთობლივ წინადადებას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. უეფას პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს

სამუშაო ვიზიტით ბერლინში მყოფი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უეფას პრეზიდენტ ალექსანდრე ჩეფერინს შეხვდა.
როგორც Aremenpress-ს აცნობეს სრ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, მხარეებმა სომხეთში ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. აღნიშნა რა, რომ სრ მთავრობა მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას, ნიკოლ ფაშინიანმა დასძინა, რომ სახელმწიფო სომხეთის ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით მუშაობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
წყაროს ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა შეახსენა, რომ სომხეთისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციებმა გადაწყვიტეს მიმართონ ფიფას, რათა 2029 წელს მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი ერთობლივად ჩაატარონ. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივ განცხადებას დააკმაყოფილებენ და დასძინა, რომ ამ საკითხში უეფას მხარდაჭერაც არის მოსალოდნელი.
სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, ალექსანდრე ჩეფერინმა აღნიშნა, რომ უეფა მჭიდროდ თანამშრომლობს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისა და პროგრესის სასარგებლოდ. მან გამოთქვა რწმენა, რომ სრ მთავრობის ნაბიჯები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით ახალ ბიძგს მისცემს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის წინსვლას. ალექსანდრ ჩეფერინმა დასძინა, რომ უეფა ოფიციალურად უჭერს მხარს სომხეთისა და საქართველოს ერთობლივ წინადადებას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობისთვის.
აზრები გაცვალეს გერმანიაში მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზეც.









