პოლიტიკა

აზერბაიჯანი არყევს საფრანგეთსა და ნიდერლანდებში შიდა პოლიტიკურ ვითარებას

17-18 ივლისს ბაქოში პირველი კონგრესი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 15-ზე მეტი პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობის ლიდერები „ფრანგული კოლონიალიზმით დაავადებული“ კორსიკის, მელანეზიის, პოლინეზიის, კარიბის ზღვის და ანტილის კუნძულების დამოუკიდებლობისთვის. კონფერენცია მოეწყო გვადელუპეს განთავისუფლების სახალხო კავშირისა და ბაქოს საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერით.

სააგენტო APA-ს ცნობით, კონგრესის ჩატარების იდეა ეკუთვნის პოლიტიკურ პარტიებსა და მოძრაობებს, რომლებიც იბრძვიან საფრანგეთის საზღვარგარეთის ტერიტორიების დამოუკიდებლობისთვის.

კონგრესის მუშაობაში საპატიო სტუმრების სტატუსით მონაწილეობას მიიღებს სამი ორგანიზაცია ბონერისა და სენტ-მარტინის კუნძულებიდან, რომლებიც ნიდერლანდების კოლონიებია.

როგორი იქნება ოფიციალური პარიზის რეაქცია, ეს საფრანგეთის ხელისუფლების საქმეა. თუმცა, ბაქო ამით ააქტიურებს თალიშების, ლეზგებისა და თათების მოძრაობას მათი პოლიტიკური უფლებებისთვის და აქტუალურს ხდის მთიანი ყარაბაღის გადაუჭრელი სტატუსის საკითხს. ამიერიდან ალიევის რეჟიმს არ აქვს უფლება ისაუბროს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უზენაესობაზე ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე. აზერბაიჯანი აგრესიული სეპარატიზმის სპონსორი გახდა.

ნახეთ მეტი
Back to top button